Email: sales@nservice.ge    Tel: 599 260 299; 577 092 699

ვისაც სურვილი აქვს დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს.

ვიწვევთ პროფესიონალ ხელოსნებს სხვა და სხვა დარგში.

გვესაჭიროება ხელოსნები გამოძახებით, რომლებიც მიიღებენ კომპანიისგან დავალებებს მათთვის მოხერხებულ უბანში, ერთჯერადი სამუშაოების შესასრულებლად.
ზოგადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • გამართული მეტყველება
  • მოწესრიგებული იერსახე და თავაზიანობა
  • სამუშაო პროცედურებისა და უსაფრთხოების მკაცრი დაცვა
  • აუცილებელია ჰქონდეს საკუთარი სამუშაო ხელსაწყოები
  • სასურველია ჰყავდეს საკუთარი ტრანსპორტი
  • კომპანია იღებს შეკვეთას კლიენტისგან, შეარჩევს უბნისა და სპეციალობის მიხედვით ხელოსანს.
  • კომპანია უკავშირდება ხელოსანს, აცნობს შეკვეთილი სამუშაოს სპეციფიკასა და დაახლოებით მოცულობას, აძლევს კლიენტის მისამართს.
  • ხელოსანი მიდის მისამართზე, ეცნობა სამუშაოს პირობებს, შეაფასებს და უთანხმებს კლიენტს შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას. (ფასს ადგენს ხელოსანი. ფასი არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე პერიოდისთვის საბაზრო ღირებულებას).
  • კლიენტსა და ხელოსანს შორის შეთანხმების შემდეგ, ხელოსანი აცნობებს კომპანიას პირობებს და სამუშაოს ღირებულებას.
  • ხელოსანი პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებული სამუშაოს გარანტიაზე.
  • კომპანია საშუამავლო მომსახურებისათვის იტოვებს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%, რაც ხელოსანმა უნდა ჩარიცხოს კომპანიის ანგარიშზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით.
  • პროცედურების დასრულების შემდეგ, კომპანია აწარმოებს გამოკითხვებს დამკვეთებთან, რათა გამოავლინოს საუკეთესო სპეციალისტები.

რაც მეტი იქნები სპეციალისტის რეიტინგი, მით უფრო ხშირად მიიღებს შეკვეთებს.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და მისაღებია პირობები, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.